|
2023-07-09 10:21:08, 1101 ნახვა
პოლიტიკა
ენმ-ი - საზოგადოების დაყოფაზე, ძალადობაზე და დაპირისპირებაზე დაფუძნებული სახელისუფლებო პოლიტიკა აუცილებლად დამარცხდება
საზოგადოების დაყოფაზე, ძალადობაზე, ზიზღზე და დაპირისპირებაზე დაფუძნებული სახელისუფლებო პოლიტიკა აუცილებლად დამარცხდება, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "პრაიდ ფესტივალის" ჩაშლას. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხელისუფლება საბაზისო ამოცანებს არ ასრულებს, რასაც სახელმწიფო გამოუსწორებელ შედეგებამდე მიჰყავს. “საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს მოქალაქეთა უსაფრთხოება. ამასთანავე, ხელისუფლება ვალდებულია, არ დაუშვას არეულობა, მასობრივი ძალადობა და განუკითხაობა. ფაქტია ის, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება ამ საბაზისო ამოცანებს არ ასრულებს, რასაც სახელმწიფო გამოუსწორებელ შედეგებამდე მიჰყავს. ხელისუფლების მიერ შექმნილი და წახალისებული ძალადობრივი დაჯგუფებები “რუსული ოცნების” მთავარ დასაყრდენად იქცნენ. სწორედ მათი ხელით, ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი არარსებული გამოწვევებისა და საფრთხეების შესახებ ბინძურ პროპაგანდას აწარმოებს, რომლითაც საზოგადოების ნაწილის დასავლურ იდეასთან დაპირისპირებას ცდილობს. ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება! საზოგადოების დაყოფაზე, ძალადობაზე, ზიზღზე და დაპირისპირებაზე დაფუძნებული სახელისუფლებო პოლიტიკა აუცილებლად დამარცხდება! საქართველო რუსული რეჟიმისგან აუცილებლად გათავისუფლდება! საქართველოს აუცილებლად ეყოლება ევროპული ტიპის ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფო ინტერესებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვისათვის მუხლჩაუხრელად იმუშავებს!”- ნათქვამია ენმ-ის განცხადებაში. ცნობისთვის, გუშინ, 8 ივლისს "პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეებმა "პრაიდის კვირეულის" დასკვნითი ღონისძიება ჩაშალეს. აქციის მონაწილეებმა ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველების მიუხედავად, პოლიციის არაერთი კორდონი გაარღვიეს და შეიჭრნენ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც "თბილისი პრაიდის" ღონისძიება უნდა გამართულიყო. "თბილისი პრაიდმა" ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ორგანიზაციამ ვითარების გამწავავების პარალელურად გაავრცელა განცხადება, რომ ფესტივალის ორგანიზატორები და მონაწილეები ტერიტორიას ტოვებდნენ. რაც შეეხება "პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეებს, მათ ღონისძიების ჩატარების ადგილი დაიკავეს, სცენა და სასცენო მოწყობილობები დააზიანეს და ინვენტარის ნაწილი დაწვეს. აღნიშნულის შემდეგ განცხადება გააკეთა ადგილზე მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარეხველიძემ, რომლის თქმითაც, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე "პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა იყო მობილიზებული", თუმცა "ყველა აქციაზე შეუძლებელია, რომ 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი". ღონისძიების ჩაშლას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთისკენ, მმართველ პოლიტიკურ გუნდს კი, დაპირისპირების წაქეზების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)