04:11 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-08 16:04:52, 1001 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლაზე - პოლიციას სათანადოდ უზრუნველყო როგორც მონაწილეების, ისე ჟურნალისტების უსაფრთხოება

პოლიციას შესაბამისი რეაგირება მოახდინა და სათანადოდ უზრუნველყო როგორც მონაწილეების, ისე ჟურნალისტების უსაფრთხოება,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "პრაიდ ფესტივალის" ჩაშლასთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, პოლიციამ თავისი ამოცანა შეძლებისდაგვარად შეასრულა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიცია საკმაოდ ჭარბად იყო წარმოდგენილი და შეძლებისდაგვარად, რა თქმა უნდა, მისი ამოცანაა, რომ უზრუნველყოს ადამიანების უსაფრთხოება. მე რამდენადაც ვიცი, არავინ არ დაზარალებულა და დაზიანებულა, ამიტომ მნიშვნელოვანია ის, რომ პოლიციამ თავისი ამოცანა შეასრულა. რაც შეეხება თავად ღონისძიების ჩაშლას და იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია.

მე არ ვიცი, არის თუ არა ვინმე დაკავებული, მაგრამ პოლიციას შესაბამისი რეაგირება მოახდინა და სათანადოდ უზრუნველყო როგორც მონაწილეების, ისე ჟურნალისტების უსაფრთხოება.

არსებობდა მოლოდინი, რომ იქნებოდა მცდელობა ღონისძიების ჩაშლი და ვნახეთ, რომ დღეს დიდი რაოდენობა შეიკრიბა ამისთვის. მთავარი არის ის, რომ უსაფრთხოება იყო დაცული. ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, პოლიციამ ამ მხრივ ყველაფერს კარგად გაართვა თავი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ "პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეებმა გაარღვიეს სამართალდამცველების კორდონები და შეიჭრნენ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც "თბილისი პრაიდის" ღონისძიება იყო დაგეგმილი. მანამდე სამართალდამცველებსა და "პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა.

"თბილისი პრაიდის" ინფორმაციით, ფესტივალის მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს, რადგან სამართალდამცველებმა ტერიტორიის დაცვა ვერ შეძლეს.

გუშინ, 7 ივლისს "თბილისი  პრაიდმა" გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ დღეს, ქუჩის მსვლელობა არ ჩატარდებოდა, ფესტივალი კი გაიმართებოდა კერძო, დახურულ ტერიტორიაზე, დარეგისტრირებული სტუმრებისთვის და მას საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი ექნებოდა.

გუშინვე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც და აღნიშნა, რომ ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩასატარებლად, პოლიციის დანაყოფები ყველა საჭირო ლოკაციაზე იქნებოდნენ მობილიზებულები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics