|
2023-07-07 17:51:44, 1051 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - უკრაინაში ელჩის არდაბრუნებით უკრაინა კი არა, საქართველო ზარალდება
უკრაინაში ელჩის არდაბრუნებით უკრაინა კი არა, საქართველო ზარალდება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, უკრაინა დღეს საქართველოს თავისუფლებისთვისაც იბრძვის. "უკრაინაში ელჩის არდაბრუნებით უკრაინა კი არა, საქართველო ზარალდება. დღეს უკრაინა იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვისაც და პრეზიდენტ ზელენსკის, ანდრეი ერმაკს, მთელ გუნდს გამორჩეული სიმპატია აქვს ქართველი ხალხის მიმართ. უკრაინასთან ურთიერთობას ძირს უთხრის ოლიგარქის მე-5 კოლონა რომელიც გარდა მოსკოველი პატრონების მითითების შესრულებისა, ასევე ხელს ითბობს საქართველოს და უკრაინის ინტერესების ღალატზე. ძალიან მალე ამ ყველაფერს საკადრისი პასუხი გაეცემა", - წერს მიხეილ სააკაშვილი. შეგახსენებთ, 3 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის დიპლომატიურ უწყებას დაავალა, გამოიძახოს საქართველოს ელჩი და მოსთხოვოს მას, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კიევისთვის გადაცემის საკითხზე თბილისთან კონსულტაციების გამართვის მიზნით, ქვეყანა 48 საათის განმავლობაში დატოვოს. აღნიშნულის შემდეგ, 4 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი დიპლომატიურ უწყებაში დაიბარეს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარების გამო მკაცრი პროტესტი გამოხატეს. განცხადების თანახმად, უკრაინის დიპლომატიურმა უწყებამ ზაქარაშვილს შესთავაზა თბილისში დაბრუნება კონსულტაციების გასავლელად და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად. ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა კიევი გუშინ, 6 ივლისს დატოვა. აღნიშნულის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო უწყება უკრაინაში საქართველოს ელჩთან კონსულტაციების გამართვას არ აპირებს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)