12:29 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-07 15:56:12, 526 ნახვა

საზოგადოება
საქართველო, პირველად, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საბჭოს წევრი ქვეყანა გახდა

საქართველო, 2 წლის ვადით (2023 წლის 7 ივლისიდან - 2025 წლის 30 ივნისამდე), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საბჭოს წევრად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება FAO-ს 43-ე კონფერენციის ფარგლებში მიიღეს.

"კონფერენცია რომში, 2023 წლის 1-7 ივლისს გაიმართა. 

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საბჭო შედგება ორგანიზაციის წევრი 49 სახელმწიფოსგან, რომელთა არჩევაც ორ წელიწადში ერთხელ, ორგანიზაციის კონფერენციის ფარგლებში ხდება. 

აღსანიშნავია, რომ საბჭო, კონფერენციის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოადგენს აღმასრულებელ ორგანოს. საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სურსათისა და სოფლის მეურნეობის სფეროსთან, ასევე, ორგანიზაციის სამუშაო პროგრამასთან, ბიუჯეტთან, ადმინისტრაციულ და ფინანსურ მართვასთან დაკავშირებული საკითხები",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics