|
2023-07-07 14:51:07, 1408 ნახვა
რეგიონი
მერია - კასპის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხეში ბეტონზე ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს აჩიკო გიგოლაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილთან და საკრებულოს სივრცითი, ტერიტორიული დაგეგმარებითი და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ილია ქამხაძესთან ერთად გაეცნო. კასპის მერიის ცნობით, თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ მოედანზე განთავსდება ფეხბურთის კარი, კალათბურთის ფარები და მოეწყობა გარეგანათება. როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება გაგრძელდება ვიდრე ის თანაბრად ხელმისაწვდომი არ გახდება ყველასთვის. „გარდა ხელოვნურ საფარიანი მოედნებისა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორების მოწყობაც“, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)