|
2023-07-06 14:47:57, 801 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი საგარეჯოს მოვლენებზე - ისვრიან ქვებს, შემოახიეს მაისურები ადამიანებს - საჯარო მოხელეები არიან
ისვრიან ქვებს, შემოახიეს მაისურები ადამიანებს - საჯარო მოხელეები არიან, პირდაპირ სუს-ის “ნასედკები",- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საგარეჯოში განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ენმ-ის მიერ ორგანიზებული შეხვედრას სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საგარეჯოში "წარმოუდგენელი ვანდალიზმი" მოხდა. „თქვენ ახლა აქ ხედავთ პაპუასებს, ქვებს ისვრიან. აქ ვართ პენსიონერებთან ერთად, რომ ვესაუბროთ პენსიაზე, თუ როგორ გაძარცვეს საბანკო ოლიგარქიით. ამ კონკრეტულმა პენსიონერმა აიღო სესხი 1 600 ლარი 2018 წელს, 2023 წელია კიდე იხდის და ჯამში 1 600 ლარში უნდა გადაიხადოს 4 500 ლარი. ამ თემებზე სასაუბროდ მოვედით აქ, ვხვდებით მოსახლეობას საგარეჯოში და შეხედეთ, ისვრიან ქვებს, შემოახიეს მაისურები ადამიანებს და საჯარო მოხელეები არიან, პირდაპირ სუს-ის “ნასედკები”. ჩამოსული ვარ შეხვედრაზე პენსიონერებთან სასაუბროდ, რომ რუსმა ოლიგარქმა შეჭამა ეს ხალხი და შეხედეთ რა დღეში აგდებენ მოსახლეობას, შეხედეთ საკუთარ სახლში როგორ ესვრიან ქვებს პენსიონერებს, წარმოუდგენელი ვანდალიზმია და ამას აკეთებს რუსი ივანიშვილი და "კაგებეშნიკი” კობახიძე. აუცილებლად გავაგრძელებ ამ შეხვედრებს, ნუ ეგონებათ, რომ შემეშინდება. აწუხებთ პენსიონერებზე საუბარი? ვისაუბრებ. აწუხებთ, რომ რუსები და პუტინისტები არიან? ვისაუბრებ. ამათ ჰგონიათ, რომ კასპში ქვები რომ დაგვიშინეს, აღარ ჩავიდოდით? ქალბატონია აქ, რომელსაც ქვითრები აქვს თუ როგორ ვერ იხდიან სესხს, თუ როგორ გაძარცვა რუსმა ივანიშვილმა და ამ თემებზე სასაუბროდ ვართ აქ ჩამოსული, ხალხის პრობლემებზე სასაუბროდ",- ამბობს ხაბეიშვილი.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)