|
2023-07-06 12:46:50, 1099 ნახვა
მსოფლიო
ლუკაშენკოს განცხადებით, ევგენი პროგოჟინი რუსეთში იმყოფება
რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ამჟამად რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში იმყოფება,- ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა. ლუკაშენკოს თქმით, „ვაგნერის“ მებრძოლები თავიანთ ბანაკებში არიან განთავსებული. „რატომ მეკითხებით, სად არის დღეს „ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანია და ამ კომპანიის ხელმძღვანელი? ეს კომპანია, კარგად გესმით, რუსულია. ამიტომ, კითხვა აშკარად არ მეკუთვნის. რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული, „ვაგნერის“ მებრძოლები თავიანთ ბანაკებში იმყოფებიან, მუდმივ ბანაკებში, სადაც ისინი იმყოფებოდნენ ფრონტიდან გაყვანის შემდეგ. რაც შეეხება ევგენი პრიგოჟინს, ის პეტერბურგში იმყოფება. დღეს დილით სად არის? შეიძლება, დილით მოსკოვში წავიდა. რამდენადაც დღეს დილით მაცნობეს,- განაცხადა ლუკაშენკომ. შეგახსენებთ, 24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა. მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა. 27 ივნისს, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ დაადასტურა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში ჩავიდა.
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)