|
2023-07-05 17:03:31, 836 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - სანქციებთან დაკავშირებით არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არ მივიღებთ ქვეყნის დამაზიანებელ გადაწყვეტილებას
სანქციებთან დაკავშირებით არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არ მივიღებთ ქვეყნის დამაზიანებელ გადაწყვეტილებას,- ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე ანტიდასავლური მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას. კალაძის თქმით, საქართველოში იმყოფებოდა სანქციების საკითხების შემსწავლელი ტექნიკური ჯგუფი, რომლის დასკვნა აბათილებს სანქციებთან დაკავშირებულ ბრალდებებს. „ერთი, რაც ცხადია - ძალიან დიდი მოწოდებები და ზეწოლა იყო მეორე ფრონტთან და სანქციების მიერთებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამ ზეწოლისა, ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ, თუ რატომ არ ვუერთდებით სანქციებს და აქ პირდაპირ არის ნათქვამი, რომ პირველ რიგში, ვითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, ხალხის ინტერესს და არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ დამაზიანებელი იქნება. სანქციების მიზანი უნდა იყოს სხვისი დაზიანება. მგონი, ყველა ვხვდებით, რომ თუ ქართული პროდუქტები არ გავა რუსულ ბაზარზე, ამით ჩვენ რუსულ ეკონომიკას ვერაფერს ვერ ვუზამთ, პირიქით - დავაზიანებთ საკუთარს, დავაზიანებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, ჩვენს ეკონომიკას. რატომ უნდა გავაკეთოთ და მივიღოთ ისეთი გადაწყვტილება, რომელიც ვიცით, რომ დამაზიანებელი იქნება. რაც შეეხება განცხადებებს, რომ საქართველო ხშირად არის გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის, ამის დამადასტურებელი ვერანაირი ფაქტი, ვერანაირი კონკრეტიკა და მაგალითი ვერ იყო მოყვანილი. ჯგუფმა, რომელიც ჩამოსული იყო და სანქციებზე მუშაობს, მადლობა გამოუცხადა საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობისთვის და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენ არაფერს გავაკეთებთ ისეთს, რომელიც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ყველა თვალსაზრისით, გინდ ეკონომიკურად, გინდ პიარულად და ასე შემდეგ“,- განაცხადა კალაძემ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)