02:50 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-05 16:45:20, 797 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ოპოზიცია არც საკუთარ თავს ეკუთვნის და არც საკუთარ ქვეყანას

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ასრულებენ დავალებებს და შესაბამის განცხადებებს აკეთებენ. 

როგორც კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციის მოწოდებების მიუხედავად, რომ ქვეყანა მიუერთდეს სანქციებს, "საქართველოს ხელისუფლება არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რაც ქვეყანას დააზიანებს".

„ოპოზიცია არც საკუთარ თავს ეკუთვნის, არც საკუთარ ქვეყანას. ეს ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, სხვა ქვეყნის ინტერესები გაატარონ. მათ  უბრალოდ ავალებენ, რომ ეს განცხადებები გააკეთონ. ავალებენ, რომ ისე მოიქცნენ, როგორც დღეს იქცევიან. 

ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რაც თავიდანვე ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება. ევროკავშირის ქვეყნებს, რა თქმა უნდა, სავაჭრო ურთიერთობები გააჩნიათ რუსეთის ფედერაციასთან. სანქციებთან მიერთება კი, ვიცით, რომ ჩვენი ეკონომიკისთვის პრობლემა იქნება. რატომ უნდა გავაკეთოთ ის, რაც დაგვაზიანებს?!“ - აღნიშნა თბილისის მერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics