|
2023-07-05 14:20:21, 718 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი SAAB-ის პრეზიდენტს შეხვდა
შვედეთში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს მართავს. ჯუანშერ ბურჭულაძე შვედეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომპანიის, SAAB-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს მაიკლ იოჰანსონს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართელოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების მწარმოებელი ცნობილი მაღალტექნოლოგიური კომპანიის ხელმძღვანელთან თავდაცვის მინისტრმა სამომავლო შესყიდვების საკითხები განიხილა.0 “საუბარი შეეხო სამხედრო მრეწველობის განვითარების კუთხით არსებულ სიახლეებსაც. შვედეთში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი შვედეთის თავდაცვის მინისტრს პოლ იონსონს, სამოქალაქო თავდაცვის მინისტრს კარლ-ოსკარ ბოჰლინს და შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს პიტერ ჰულტქვისტს შეხვდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)