|
2023-07-05 13:08:36, 749 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - თუ ოპოზიცია არ მომმართავს, რომ რეგისტრაცია გაიაროს, სხდომა არ გაიხსნება
თუ ოპოზიცია არ მომმართავს, რომ რეგისტრაცია გაიაროს და არ მექნება დასტური უმრავლესობიდან დარბაზში 76 ადამიანის ყოფნაზე, დარბაზიც არ გაიხსნება და არც რეგისტრაციას ჩავატარებთ - დღეს სხდომა გახსნილი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის სურვილის და მზადყოფნის შემთხვევაში, განმეორებით რეგისტრაციას დანიშნავდა. „გათვალისწინებული არის განმეორებითი რეგისტრაცია ხოლმე, თუმცა ვინაიდან არის მკაფიო გადაწყვეტილება ოპოზიციის, რომ არ გაიაროს რეგისტრაცია და მეორე მხრივ, ფრაქციის ხელმძღვანელმაც თქვა, რომ ფიზიკურად უმრავლესობის ნაწილი 76 დეპუტატი ადგილზე არ არის, მათ შორის ნაწილი არის ფრანკოფონიის კონფერენციაზე, ამიტომ განმეორებით რეგისტრაციის ჩატარებასაც აზრი ეკარგება, გარდა იმ შემთხვევისა თუკი ოპოზიცია მომმართავს და მზადყოფნას გამოხატავს გაიაროს მომავალში რეგისტრაცია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, დამატებით რეგისტრაციის გავლას აზრი დაკარგული აქვს. „რაც შეეხება სხვა დღეებს - ჩვენ ხვალაც უნდა შევკრებილიყავით, თუმცა თუკი, პოზიცია არ შეიცვალა და ოპოზიცია არ მომმართავს, რომ მზად არის რეგისტრაცია გაიაროს და არ მექნება დასტური უმრავლესობიდან, დარბაზში 76 ადამიანის ყოფნაზე, დარბაზიც არ გაიხსნება და არც რეგისტრაციას ჩავატარებთ, ვინაიდან წინმსწრებად ცნობილი იქნება, რომ არ არის უმრავლესობა. აქედან გამომდინარე მინდა ორ საკითხზე გავამახვილო ყურადღება. პრინციპში ამ თქვენი ქცევითაც დაადასტურეთ ორი რამ: ერთი, რომ როდესაც უმრავლესობა იყო დარბაზში და არ გადიოდა რეგისტრაციას ამ პროცედურის ლეგიტიმაცია თქვენ მოახდინეთ ახლა ხელახლა და მეორე, როდესაც აპრიორი ცნობილი არის, რომ დარბაზში არ იქნება 76 - კვორუმისთვის საკმარისი ადამიანი, ამ დროსაც აზრი არ აქვს რეგისტრაციის ჩატარებას, ორივე შემთხვევა გვქონდა ჩვენ წინაზე დაფიქსირებული, რასაც თქვენ აპროტესტებდით და ამბობდით, რომ რეგლამენტის დარღვევა და კონსტიტუციის დარღვევაა. თქვენი დღევანდელი აქტითაც დაადასტურეთ, რომ ეს არის ნაწილი საპარლამენტო ცხოვრების. მეც გიდასტურებთ. დაველოდებით, რომ უმრავლესობაში იყოს საკმარისი ადამიანი, დასტური მქონდეს, რომ შევიკრიბოთ. წინასწარ, რა თქმა უნდა, გაცნობებთ ანონსის სახით მას შემდეგ რაც იქნება დასტური რომელ დღეს რომელ კვირას, რომელ თვეს იქნება უმრავლესობა და გაიმართება სხდომა. დღეს სხდომა გახსნილი არ არის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ცნობისთვის, კვორუმის არქონის გამო პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა. დღეს რეგისტრაცია მხოლოდ 65 დეპუტატმა გაიარა. შესაბამისად, კვორუმი არ შედგა და სხდომა ვერ გაიხსნა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)