02:52 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-04 23:26:09, 859 ნახვა

პოლიტიკა
რატი ბრეგაძე სააკაშვილზე - ეს ადამიანი თავად იწამებს თავს და თუ ვინმე აწამებს, ეს არის მისი პოლიტიკური გარემოცვა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მსჯავრდებულ სააკაშვილს საკუთარი გარემოცვა აწამებს.

"ისინი შიმშილს უწოდებდნენ გმირობას და პირდაპირ მოუწოდებდნენ, რომ არ გაებედა, რომ შეეწყვიტა შიმშილობა. როგორ შეიძლება შენ დაინტერესებული იყო ადამიანის კარგი ჯანმრთელობით და მას შიმშილობას აიძულებდე. რაც შეეხება წამებას - ეს წამება კი არა თვითწამებაა. ეს ადამიანი თავად იწამებს თავს და თუ მას ვინმე აწამებს, ეს არის მისი პოლიტიკურო გარემოცვა", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა პოლონელი ექიმების მიერ სააკაშვილის მონახულების საკითხიც განმარტა. მისი განცხადებით, სააკაშვილის ოჯახმა მკურნალობის პროცესში უცხოელი მედიკოსების ჩართვის შეთავაზებიდან მხოლოდ 4 თვის შემდეგ მიმართა იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი თხოვნით:

"როდესაც ადამიანი არის ცუდად და მას უნდა რომ მასთან რაც შეიძლება სწრაფად შევიდნენ ექიმები, მან და მისმა გარემოცვამ 4 თვის შემდგომ არ უნდა გამოაგზავნოს არასრულფასოვანი წერილი მაშინ, როდესაც მშვენივრად იცის რომ ასე ვერ შევა. სრულიად უსამართლო არის ბრალდება, თითქოსდა პოლონელ ექიმებს არ უშვებენ. ამით სურთ აჟიოტაჟის გამოწვევა და ის, რომ ამ ადამიანის სახელი და გვარი მუდმივად იყოს გაჟღერებული და იყოს აქტუალური",- აღნიშნა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics