|
2023-07-04 16:49:55, 594 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - თუ ჩვენ არ გვეცოდინება ვინ იგულისხმება ოლიგარქებში, გაგვიჭირდება დეოლიგარქიზაციის განხორციელება
დეოლიგარქიზაცია თავისთავად გულისხმობს თავის თავში პერსონალიზებულ მიდგომას, ანუ სიტყვა დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ ქვეყანაში არიან ოლიგარქები და მათ აღარ უნდა ჰქონდეთ ჭარბი გავლენა პოლიტიკაზე. თუ ჩვენ არ გვეცოდინება ვინ იგულისხმება ოლიგარქებში, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია, გაგვიჭირდება დეოლიგარქიზაციის განხორციელება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ კვლავაც კონკრეტიკას, ევროკომიისიისგან, ევროპული სტრუქტურებისგან იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში მოვახერხოთ, სათანადო პოზიციის ჩამოყალიბება ამ თემასთან დაკავშირებით,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის მიერ დაწესებული 12- პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე ანგარიშის წარდგენისას. ირაკლი კობახიძემ გაიხსენა, როგორ წარიმართა დეოლიგარქიზაციის პროცესი. „მეხუთე პრიორიტეტი - დეოლიგარქიზაცია, აქ გახსოვთ, როგორ წარიმართა ეს პროცესი, თავიდან ჩვენ გავყევით უკრაინულ მოდელს და პირდაპირ დავაკოპირეთ უკრაინული კანონი თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ ამ კანონის მიღება არ არის მიზანშეწონილი ევროკავშირის სტრუქტურების გადმოსახედიდან და ვენეციის კომისიაც რეკომენდაციას უწევს სისტემურ მიდგომას. ეს რეკომენდაცია გაიცა სამივე ქვეყნისთვის თანაბრად, მიუხედავად იმისა, თუ რა მდგომარეობაა თითოეულ ამ ქვეყანაში. მინდა გითხრათ ჩვენთან რა ვითარებაა, რასაც ადასტურებს საერთაშორისო კვლევები და რეიტინგები. მაგალითად, ანტიკორუფციული კუთხით, ან ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მიმართულებით, ან ორგანიზებულ დანაშაულთა ბრძოლა რომ ავიღოთ, ღიაობა, გამჭვირვალობა, მთავრობის კეთილსინდისიერების და მექრთამეობის რისკების ფაქტორი, კორუფციისგან თავისუფალი საჯარო სამსახური, სახელმწიფო სერვისების სფეროში, ყველა ამ მიმართულებით, ჩვენ ვართ, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა რეგიონში და ვუსწრებთ, როგორც მოლდოვას ასევე, უკრაინას. ეს არის არსებული მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ყოველთვის არის დახვეწის რესურსი და მზად ვართ ამაზე სამუშაოდ, თუმცა ჩვენ დაგვჭირდება მეტი კონკრეტიკა, რა იგულისხმება სისტემური რეფორმის ქვეშ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)