|
2023-07-04 15:31:59, 725 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავას განცხადებით, 46 ოპოზიციონერი დეპუტატი სააკაშვილთან შესვლაზე ნებართვის მიზნით, შალვა პაპუაშვილს მიმართავს
საქართველოს პარლამენტის 46 დეპუტატი მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს და მოითხოვს, განმარტოს, რატომ იყენებს ბოროტად საკუთარ უფლებამოსილებას პრეზიდენტ სააკაშვილთან დეპუტატების დაშვების შესაზღუდად,- აღნიშნულის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, მიხეილ სააკაშვილის „უკანონო ტყვეობა სწორედ ვლადიმერ პუტინის დაკვეთის შესრულებაა“. „46 საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მიმართავს ბატონ პაპუაშვილს და მოითხოვს განმარტოს რატომ იყენებს ბოროტად საკუთარ უფლებამოსილებას პრეზიდენტ სააკაშვილთან დეპუტატების დაშვების შესაზღუდად. იცით, რომ უკვე რამდენიმე თვეა არცერთ დეპუტატს, არცერთ საქართველოს პარლამენტის წევრს არ აძლევს უფლებას შალვა პაპუაშვილი, რომ მოინახულოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. გუშინ გავრცელებულმა კადრება პრინციპში ამ კითხვას გასცა პასუხი, თუ რატომ - იმიტომ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და მათ სურთ, რომ დაიმალოს სიმართლე, იზოლაციაში ამყოფონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. ამიტომ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს საქართველოს პარლამენტის წევრებზე ისევე, როგორც ევროპარლამენტარებზე და უკრაინის სახალხო დამცველზე, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, რომ მოინახულონ პრეზიდენტი სააკაშვილი, რომ მსოფლიომ იცოდეს პრეზიდენტი სააკაშვილის უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დღეს გვინდა ვთხოვოთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ, მიუხედავად მათი პოლიტიკური გემოვნებისა, რომ შეძრწუნებულები არიან ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, ვნახეთ ჩვენ გუშინ გამოხმაურებები, პრეზიდენტის ამგვარი მდგომარეობით, რომ შემოგვიერთდნენ დღეს "ვივამედთან" აქციაზე, საღამოს 19:00 საათზე იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ რუსულ რეჟიმს, რომ არ დავუშვებთ რუსულ რევანშს საქართველოში, რადგან პრეზიდენტი სააკაშვილის უკანონო ტყვეობა არის სწორედ ვლადიმერ პუტინის დაკვეთის შესრულება და ეს კეთდება სწორედ მის საამებლად, რადგან პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაუხსნა ჩვენს ქვეყანას გზა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ. ასე რომ გთხოვთ, შემოგვიერთდით - ერთად გავაგონოთ ხმა რუსულ რეჟიმს, გამოვუცხადოთ სოლიდარობა პრეზიდენტს და მოვითხოვოთ მისი თავისუფლება, რადგან თავისუფლების პირობებში, ნებისმიერ თანაბარ გარემოში პრეზიდენტი სააკაშვილი ყოველთვის დაამარცხებს რუსულ რეჟიმს, ეს იცის ივანიშვილმა და სწორედ ამიტომ ამყოფებს პრეზიდენტს არა მხოლოდ ტყვეობაში, არამედ სრულ იზოლაციაში, რასაც ასევე ეხმარება პაპუაშვილი, რომელსაც დღეს 46-მა დეპუტატმა მიმართა“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)