13:30 - 07 May, 2026
|
2023-07-04 14:28:24, 696 ნახვა
საზოგადოება
მერია - სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „მშვიდობის ხიდზე“ გადაადგილება დროებით შეიზღუდება
„მშვიდობის ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. უსაფრთხოების მიზნით, 5-დან 19 ივლისამდე ხიდზე გადაადგილება შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, 200 მეტრამდე სიგრძის საფეხმავლო ხიდის დაზიანებული უბნების აღდგენა-გაძლიერება ხდება. „ასევე, რეაბილიტაცია უტარდება ხიდის საკიდებს და მთავარი მალის სავალ ნაწილზე არსებულ დეფორმირებულ კიბეებს. აღსანიშნავია, რომ ხიდის რეაბილიტაციის პროცესი უცხოელი სპეციალისტების აქტიური ჩართულობითა და ზედამხედველობით ხორციელდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)