14:18 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-04 13:30:52, 700 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს ანგარიში წარუდგინა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ 2022 წლიდან დღემდე განხორციელებული სამუშაოს ანგარიში, მიმდინარე საქმიანობები და სამომავლო გეგმები გააცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გივი ჯაფარიძე, აკადემიის  წევრები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დეპარტამენტებსა და აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების ცალკეული, მიზნობრივი თანამშრომლობის საჭიროებაზე, გადაწყდა აქტიური შეხვედრების მოწყობა და დისკუსიების წარმართვა.

შეხვედრა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე გაიმართა. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებმა პროფ. ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია დაათვალიერეს და ლაბორატორიის თანამედროვე აღჭურვილობასა და მიმდინარე ძირითად საქმიანობებსაც გაეცნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics