|
2023-07-04 09:22:20, 691 ნახვა
პოლიტიკა
კულება - სთხოვო ელჩს, კონსულტაციებისთვის უკრაინა დატოვოს, უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს
სთხოვო ელჩს, თავის მთავრობასთან კონსულტაციებისთვის უკრაინა დატოვოს, დიპლომატიაში ეს უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს. კულებას თქმით, საქართველოს ელჩს უკრაინის დიპლომატიურ უწყებაში 4 ივლისს დაიბარებენ და მასთან "მკაცრი საუბარი" გაიმართება. "4 ივლისს საქართველოს ელჩი იქნება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მასთან გაიმართება მკაცრი საუბარი. ის გაემგზავრება საქართველოში. კონსულტაციები მან თავის ხელისუფლებასთან უნდა გაიაროს - საით მიდის საქართველო, რატომ ანგრევენ უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებს და რა უნდა გააკეთონ, რომ ამ ურთიერთობებს უშველონ. როდესაც სახელმწიფო რაღაცით უკმაყოფილოა, პირველი რეაქცია პროტესტის გამოხატვაა. მეორე არის ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახება და რეაქციის მესამე დონე, რამდენიმე საფეხურით მაღალი სიმძიმით, არის სთხოვო ამ ქვეყნის ელჩს, თავის მთავრობასთან კონსულტაციებისთვის უკრაინა დატოვოს. დიპლომატიაში ეს უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს. თუ საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია სააკაშვილი საფრთხედ შიდა პოლიტიკისთვის, მიეცით მას საშუალება, საქართველო დატოვოს და იცხოვრეთ მანდ საქართველოში თქვენთვის. გააგრძელეთ რუსეთთან დაახლოება, თუ ეს ასე გინდათ, თუმცა ჩვენ ვხედავთ ბრმა, უბრალოდ ცხოველურ პოლიტიკას, მიიყვანონ სააკაშვილი სიკვდილამდე",- ამბობს კულება. შეგახსენებთ, გუშინ, 3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის დიპლომატიურ უწყებას დაავალა, გამოიძახოს საქართველოს ელჩი და მოსთხოვოს მას, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კიევისთვის გადაცემის საკითხზე თბილისთან კონსულტაციების გამართვის მიზნით, ქვეყანა 48 საათის განმავლობაში დატოვოს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)