|
2023-07-03 22:51:52, 466 ნახვა
პოლიტიკა
გია ცაგარეიშვილი - ჩვენი ამოცანაა, ნორმალური სამუშაო პირობები შეექმნას ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მათ შორის, ცესკო-ს ოპოზიციონერ წევრებს
ბრალდებები უკვე მრავალი თვეა გვესმის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი ამოცანაა ერთადერთი რამ: ნორმალური სამუშაო პირობები შეექმნას ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მათ შორის, ნორმალური პირობები შეექმნათ ცესკო-ს ოპოზიციონერ წევრებს და ასეთი 7 თუ 8 გვყავს დღეს. მრავალპარტიულობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ცაგარეიშვილმა, პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე ვეტოს დაძლევის შესახებ საუბრისას განაცხადა. როგორც ცაგარეიშვილმა განმარტა, მმართველმა გუნდმა აღიარა, რომ დათმობაზე წასვლა შეცდომა იყო, რის შედეგადაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების პროცესი ჩიხში შევიდა. შესაბამისად, მისი თქმით, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა და "საარჩევნო კოდექსის" ცვლილება, ცესკო-ს მუშაობის ნორმალურ კალაპოტში დაბრუნებას უზრუნველყოფს. „ჩვენ უმრავლესობით ავირჩევთ ცესკო-ს თავმჯდომარეს, ეს მოდელი აპრობირებულია სრულიად ევროპაში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ გამონაკლისს ამ ქვეყნების ჩამონათვალიდან, სადაც მუშაობს მოდელი, რომელიც ექსპერიმენტის სახით იყო შემოთავაზებული. პარტიის თავმჯდომარემ და ფრაქციის თავმჯდომარემაც აღნიშნეს, რომ საკმაოდ დიდი შეცდომა იყო ჩვენი მხრიდან, ამ შეცდომების აღიარებასაც სჭირდება ვაჟკაცობა და სითამამე. ეს შეცდომა ჩვენ ვაღიარეთ: არ უნდა წავსულიყავით დათმობაზე, რომელმაც ჩიხში მოაქცია მთელი ეს პროცესი, ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების შერჩევასთან მიმართებით.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)