|
2023-07-03 21:24:46, 604 ნახვა
პოლიტიკა
გია ცაგარეიშვილი - როცა კომისიას 2 წელზე მეტია არ ჰყავს თავმჯდომარე და გვიახლოვდება 2024 წლის არჩევნები, უცხადესია რომ კრიზისის შექმნა დამღუპველად იმოქმედებს
„ჩვენ ძალიან მარტივი რამ გავაკეთეთ, დღეს მივეცით ნორმალური მუშაობის და ფუნქციონირების საშუალება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ეს არის და ეს“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას. წამყვანის კითხვაზე, თუ რამდენად არსებობს ინსტიტუციური კრიზისის შექმნის ნიშნები, რაზეც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა და რამდენად შეიძლებოდა ამ ნიშნებს რეალურ კრიზისამდე მიეყვანა ცენტრალური საარჩევნო კომისია, ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როდესაც ახლოვდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, აქ კრიზისის შექმნა დამღუპველად იმოქმედებს არა მხოლოდ საარჩევნო პროცესზე, არამედ ქვეყნის ნორმალურ განვითარებაზე. „როცა კომისიას 2 წელზე მეტია არ ჰყავს თავმჯდომარე და ჰყავს მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელი, როცა კომისიის წევრთაგან ორს უფლებამოსილების ვადა აქვს გასული და ისინი დროებით ასრულებენ მოვალეობას, გვიახლოვდება ძალიან მნიშვნელოვანი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, მგონი, ცხადზე უცხადესია რომ აქ კრიზისის შექმნა დამღუპველად იმოქმედებს არა მხოლოდ საარჩევნო პროცესზე, არამედ სავარაუდოდ ქვეყნის მომავალ, ნორმალურ განვითარებაზე. მგონი ამაში ყველა ვთანხმდებით და ყველას გვინდა, რომ ნორმალურ პირობებში ჩავატაროთ შემდგომი არჩევნები. რანაირად შეიძლება ამ სიტუაციის ნორმალიზებაზე საუბარი, როცა ასეთი ხელოვნურად შექმნილი კრიზისი გაქვს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ჩვენ ამ კვანძის გახსნას ველოდებოდით თითქმის 2 წელზე მეტი და ეს კვანძი კი არ იხსნებოდა, არამედ უფრო რთულდებოდა, იბურდებოდა იქაურობა და შეიძლებოდა მომავალში უფრო ძნელად გადასალახავი გამხდარიყო ძალიან ბევრი პრობლემა. ამიტომ რა თქმა უნდა თადარიგი დავიჭირეთ“-განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)