|
2023-07-03 18:12:31, 661 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, რომ დეპუტატებს სააკაშვილის მონახულების უფლება მისცეს
დღეს კიდევ ერთხელ იხილა საქართველოს მოსახლეობამ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ტერორისტი პუტინის დავალებით ამყოფებს ტყვეობაში, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს. ხაბეიშვილმა პარლამენტის თავმდჯომარე შალვა პაპუაშვილს მოუწოდა, რომ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება მისცეს. “დღეს კიდევ ერთხელ იხილა საქართველოს მოსახლეობამ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ტერორისტი პუტინის დავალებით ამყოფებს ტყვეობაში, ასევე ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვითხოვთ ევროკავშირის მისიის შესვლას პრეზიდენტ სააკაშვილთან ,ვგულისხმობ პოლონელ ექიმებს და რამდენიმე თვეა სისხლის სამართლის დამნაშავე რატი ბრეგაძე, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, უარს ამბობს და არ აძლევს შესაძლებლობას ევროკავშირის მისიას, პოლონელ ექიმებს, რომ შევიდნენ მიხეილ სააკაშვილთან და გამოიკვლიონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ცხადია ჩართონ მკურნალობის პროცესში. ასევე მეორე საკითხი, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს უკავშირდება, ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ და დღეს კიდევ ერთხელ ვითხოვთ საქართველოს ე.წ. თავმჯდომარისგან პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის არ შეშლას. პარლამენტის წევრებს უკვე რამდენიმე თევა არ გვეძლევა შესაძლებლობა მოვინახულოთ პრეზიდენტ სააკაშვილი და დღეს კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვითხოვთ უფლების განხორციელების შესაძლებლობას, რომ უფლება გვქონდეს პარლამენტის წევრებს პრეზიდენტი სააკაშვილის მონახულების“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)