|
2023-07-03 16:50:39, 622 ნახვა
პოლიტიკა
დავითაშვილი - Georgian Airways-ისთვის სანქციების დაწესება არ ჯდება ქვეყნებს შორის ურთიერთობის იმ სტანდარტში, რომელიც საქართველოს და უკრაინას აქვს
Georgian Airways-ისთვის სანქციების დაწესება არ ჯდება ქვეყნებს შორის ურთიერთობის იმ სტანდარტში, რომელიც საქართველოს და უკრაინას აქვ,- აღნიშნულის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დავითაშვილის განცხადებით, წინა შემთხვევების მსგავსად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ამჯერადაც იქნება შესაბამისი რეაგირება. „პირველ რიგში, ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს იყო მართლაც პოლიტიკურად განპირობებული გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის ძალიან ბევრი ავიაკომპანია დაფრინავს რუსეთში და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი რეაქცია ან გადაწყვეტილება სხვა შემთხვევაში არ ყოფილა. შესაბამისად, სამწუხაროა ითქვას, რომ უკრაინის ხელისუფლების მორიგი ძალიან არამეგობრული გადაწყვეტილება ვიხილეთ. ასეთი ფაქტები ჩვენ გვქონდა წინა შემთხვევებშიც, როდესაც საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. სანქციები დაუწესა უკრაინის ხელისუფლებამ",- განაცხადა ვიცე-პრემიერმა. ეკონომიკის მინისტრის თქმითვე, ამ გადაწყვეტილებას საქართველოს ოპოზიციის უკრაინასთან დაკავშირებულ ჯგუფს უკავშირებს. „ჩვენ ვიცით, რამდენადაა დაკავშირებული ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფი უკრაინის ხელისუფლებასთან და ალბათ, საფუძველი ზუსტად ეს აქვს ამ გადაწყვეტილებას, როდესაც ხდება არასწორად ინფორმაციის მიტანა და შესაბამისად, ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობას აზიანებს მხოლოდ და არანაირად არ არგებს. რაც შეეხება რეაგირებას, როგორც წინა შემთხვევაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ამაზე რეაგირება, დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან იქნება შესაბამისი რეაქცია",- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. რაც შეეხება მოვლენათა განვითარების შემდეგ ვერსიას, რომ Georgian Airways-ს, შესაძლოა, საერთაშორისო სანქციები დაუწესდეს და ამის შედეგად ავიაკომპანის მხოლოდ რუსეთის მიმართულებით შეეძლოს ფრენები, - მინისტრის განცხადებით, ასეთი რამ არ მოხდება. „ასეთი რამ არ იქნება და შესაბამისად, არ იქნება პრობლემა Georgian Airways-სთვის და ქართველი მგზავრებისთვის. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, საქართველოს საავიაციო ხელისუფლება და მათ შორის კერძო კომპანიები ყველა მიმართულებით საერთაშორისო წესების შესაბამისად მოქმედებენ", - აცხადებს ვიცე-პრემიერი.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)