|
2023-07-03 15:55:18, 661 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ჩანს, რომ პრეზიდენტი ხელოვნურად ცდილობს ცესკოში შექმნას ინსტიტუციური კრიზისი - ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ
„ჩანს, რომ ეს არის საბაბი, პრეზიდენტი მოქმედებს დაკვეთით და ხელოვნურად ცდილობს შექმნას ინსტიტუციური კრიზისი ცესკო-ში, რაც არასწორია და ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. კობახიძის თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილების საბაბი არის ის, რომ ოპოზიცია მხარს არ უჭერს ცესკოს მოქმედ თავმჯდომარესა და წევრებს, რომელთაც ადგილობრივი თვითმმართველობის და რამდენიმე შუალედური არჩევნები კრიტიკული შენიშვნების გარეშე ჩაატარეს. „ორ წელზე მეტია ჩვენ ცესკოში არ გვყავს სრულფასოვნად არჩეული თავმჯდომარე და ორი წევრი. არის გიორგი კალანდარიშვილი მოქმედი თავმჯდომარე და ასევე ორი წევრი, რომელმაც ჩაატარა რამდენიმე არჩევნები, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით და რამდენიმე შუალედური არჩევნები. მინდა შეგახსენოთ, რომ არცერთ ამ არჩევნებთან დაკავშირებით, არ ყოფილა კრიტიკული შენიშვნები. ეს ადამიანები მონაწილეობას იღებენ კიდევ ერთხელ კონკურსში, კონკურსი ავლენს, რომ ისინი არიან საუკეთესოები თავიანთი კომპეტენციით და კეთილსინდისიერებით და მაინც არ წარადგენს მათ პრეზიდენტი. საბაბი არის ის, რომ მაშინდელი რეჟიმის წარმომადგენლები მხარს არა უჭერენ კალანდარიშვილს და ცესკოს 2 წევრს. ასევე მინდა შეგახსენოთ, რა საარჩევნო რეფორმა გატარდა 12 პუნქტის ფარგლებში, რამდენიმე თვის წინ. შემოღებულია ელექტრონული არჩევის წესი. ამომრჩეველთა 91 პროცენტი ხმას მისცემს ელექტრონული წესით და არჩევნების დახურვიდან ერთ საათში, მთელი ქვეყნის მასშტაბით შედეგები იდება უკვე ცესკოს ვებგვერდზე. ამ ვითარებაში ცესკოს ეკისრება ერთადერთი მისია, ამ ყველაფრის ტექნიკური ადმინისტრირება მოახდინოს სათანადოდ. არავითარი მანიპულაციის ბერკეტიც კი არ რჩება ცესკოში და ამ ადამიანებს რომ აქვთ ტექნიკური ადმინისტრირების უმაღლესი შესაძლებლობა, ეს დაამტკიცა როგორც კალანდარიშვილმა, ასევე ცესკოს სხვა წევრებმა. ერთადერთი, თუ ცესკო აღმოჩნდება ოპოზიციის ხელში, მას შეუძლია მარტივად, არგუმენტაციის გარეშე არ დაამტკიცოს შემაჯამებელი ოქმი და განახორციელოს საბოტაჟი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)