|
2023-07-03 13:32:15, 611 ნახვა
საზოგადოება
იური ნოზაძე ჩინეთში ყურძნისა და ღვინის მრეწველობის საერთაშორისო კონფერენციას და ღვინის კულტურისა და ტურიზმის მესამე საერთაშორისო გამოფენას დაესწრო
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ნინსიანის პროვინციის ქალაქ ინჩუანში, ყურძნისა და ღვინის მრეწველობის საერთაშორისო კონფერენციას, ჩინეთის (ნინსიას) ღვინის კულტურისა და ტურიზმის მესამე საერთაშორისო გამოფენას დაესწრო და პარალელურ ფორუმებში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, კონფერენციის და გამოფენის მაღალი რანგის მასპინძლებს შორის იყვნენ სოფლის მეურნეობისა და სოფლის საქმეთა, მრეწველობისა და საინფორმაციო, კულტურისა და ტურიზმის ტექნოლოგიების სამინისტროები, ასევე, ჩინეთის უცხო ქვეყნებთან მეგობრობის სახალხო ასოციაცია და ნინსია-ჰუეის ავტონომიური რეგიონის სახალხო მთავრობა; თანამასპინძელი იყო ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIV). „ღონისძიებები ქალაქ ინჩუანის საერთაშორისო საკონფერენციო და საგამოფენო ცენტრში გაიმართა. ღვინის კულტურისა და ტურიზმის მესამე საერთაშორისო გამოფენას, რომლის თემაც იყო „ბუნება, ინოვაცია, კულტურა და ეკოლოგია“, მონაწილეები 42 ქვეყნიდან ესწრებოდნენ; მათ შორის 1500 დილერი და 500-ზე მეტი სტუმარი - პოლიტიკოსები, აკადემიური და ბიზნესწრეების წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში, მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე მაღალი დონის დიალოგის სესიაზე სიტყვით გამოვიდა და ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის, მათ შორის, ქართული ღვინის მზარდი ექსპორტის და აგრარული მიმართულებით სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ღვინის ინდუსტრიაში სამომავლო თანამშრომლობა კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს. იური ნოზაძე საპატიო სტუმრის რანგში, მთავარ გამომსვლელად ასევე მიწვეული იყო ფორუმზე, სადაც მან დეტალურად ისაუბრა საქართველოს ბუნებრივი ტერუარის - მევენახეობის ზონების მახასიათებლების, მეღვინეობის ხანგრძლივი, 8000 წლიანი ისტორიის, ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნების და ქვევრში ღვინის დაყენების პროცესის შესახებ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ჩინეთის სურსათისა და ფერმენტაციის მრეწველობის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის ქართული ღვინის ხელშეწყობის ცენტრს წლების განმავლობაში ქართული ღვინის ჩინეთის ბაზარზე პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ვიზიტის ფარგლებში, იური ნოზაძემ შეხვედრა გამართა კომპანიის „Concours Mondial Bruxelles“ პრეზიდენტთან ბოდუენ ჰავოსთან, ასევე ინტერვიუ მისცა გამომცემლობას CCTV, ესტუმრა 2015 წელს დაარსებულ ქართული ვაზის ჯიშის სანერგეს, ლონგჯიანისა და სიგეს მეღვინეობებს; დაათვალიერა ჩინეთის (ნინსია) ღვინის კულტურისა და ტურიზმის მესამე საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილი ქართველი დისტრიბუტორების კუთხე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)