|
2023-07-03 13:24:08, 1459 ნახვა
რეგიონი
კასპში კალათბურთის მუნიციპალური ტურნირი გაიმართა
„შიდა ქართლის ზაფხულის თამაშები 2023 “-ის ფარგლებში, კასპში კალათბურთის (3 X 3) მუნიციპალური ტურნირი გაიმართა. ტურნირში 10 გუნდი მონაწილეობდა. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ტურნირის გამარჯვებულის ტიტული კასპის "იზიმანმა" მოიპოვა. "გუნდის შემადგენლობა შემდეგნაირია: ტარიელ თაბუაშვილი, ნოდარ ხუციშვილი და ალექსი ვარდოშვილი, რომლებმაც შემდგომ ეტაპზე რეგიონულ პირველობის ასპარეზობის საგზური მოიპოვეს. მეორე ადგილზე გავიდა: კასპის "მგლები", რომლის წევრთა სამეული ასეთია: ლაშა მამულაშვილი, ლუკა ხორგუაშვილი და საბა დაბრუნდაშვილი. მესამე საპრიზო ადგილი კი "კასპერსის" გუნდის კალათბურთელებმა მოიპოვეს: ტატო მეშველაშვილი, ლევან გეჯაძე და ვახტანგ ჩხეიძე. გამარჯვებული გუნდები და მოთამაშეები თასით და მედლებით დაჯილდოვდნენ. „შიდა ქართლის ზაფხულის თამაშები 2023 “-ის მიზანი სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)