|
2023-07-03 12:29:19, 627 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს გენერალური პროკურორი სომხეთის რესპუბლიკის პროკურატურის იუბილესთან დაკავშირებულ კონფერენციას დაესწრო
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. გენერალურმა პროკურორმა მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის კონფერენციაში თემაზე: „პროკურატურის, როგორც კანონის უზენაესობის გარანტის დამოუკიდებლობა", რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პროკურატურის დაარსების 105 წლის იუბილესთან და პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი, გენერალური პროკურორი ანა ვარდაპეტიანი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არმან დილანიანი და ევროსაბჭოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. „გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა გიორგი გოგაძემ კონფერენციის თემატური პანელური დისკუსიების ფარგლებში მოხსენებებები წარადგინეს თემაზე: "გარე და შიდა საპროკურორო დამოუკიდებლობა - მექანიზმები და გამოწვევები". კონფერენცია ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის "პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის" მესამე ეტაპის (2023-2027) ფარგლებში გაიმართა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)