|
2023-06-30 22:17:24, 1043 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს რკინიგზამ 2022 წელი რეკორდული 396.7 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა
კომპანიის საოპერაციო შემოსავლები 23%-ით გაიზარდა და 674.8 მილიონი ლარი შეადგინა. პოზიტიური მაჩვენებლები გადაზიდვების რეკორდულმა ზრდამ და სამგზავრო გადაყვანების მნიშვნელოვანმა მატებამ განაპირობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზის კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2022 წელს, სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 388.4 მილიონი ლარი შეადგინა. ასევე აღსანიშნავია, ლოგისტიკური მომსახურებიდან შემოსავლების 77%-იანი ზრდა, რომელმაც 123.1 მილიონი ლარის შემოსავალი მოუტანა კომპანიას. 2022 წელს სამგზავრო გადაყვანებიდან მიღებული შემოსავალი, 2021 წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა და 27.4 მილიონი ლარი შეადგინა. "წმინდა ფინანსურმა შემოსავალმა 178.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ძირითადად განპირობებული იყო 2021 წლის ევრო ობლიგაციების რეფინანსირების შედეგად შემცირებული საპროცენტო ხარჯითა და ლარის გამყარებით დოლართან მიმართებაში. საქართველოს რკინიგზა ლიკვიდურობის მაჩვენებლების გაუმჯობესებასაც განაგრძობს. ორგანიზაციის ბალანსზე 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, არსებული ფულადი სახსრები 274.6 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, არსებულ ფულადი სახსრების ბალანსს - 62.4 მილიონი ლარით აღემატება. 2022 წლის აუდირებულ ანგარიშგებებთან ერთად, საქართველოს რკინიგზამ 2023 წლის პირველი კვარტლის შედეგებიც გამოაქვეყნა. 2023 წლის პირველი სამი თვის წმინდა მოგებამ 82.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის წმინდა მოგებას 3.5-ჯერ აღემატება", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)