|
2023-06-30 15:27:09, 860 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ენმ-ი გამოდის ინიციატივით, რომ საპენსიო ასაკმა 60 წლამდე დაიწიოს და პენსია 400 ლარი იყოს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია გამოდის ინიციატივით, რომ საპენსიო ასაკმა 60 წლამდე დაიწიოს. ხაბეიშვილის თქმით, ენმ-ის ინიციატივაა ასევე, რომ მინიმალური პენსია 400 ლარს შეადგენდეს. “ღვარძლი, დაპირისპირება, რუსი ოლიგარქის მიერ ხელდასმული პრემიერ-მინისტრის გაბოროტებული საუბარი. მის საუბარში არსად არ იყო ნახსენები ხალხის კეთილდღეობა, არსად არ იყო ადამიანზე, მოქალაქეზე ზრუნვა და ისაუბრა იმაზე, რომ ყველაფერი კარგად არის, ხალხი გამდიდრებულია, არადა თავად გამდიდრდა ხალხის ხარჯზე, თავად გაამდიდრა მისი მთავრობის წევრები, ამაზე გულისხმობდა, რომ ამბობდა ყველაფერი კარგად არისო. ამასობაში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჩვენ, პირადად მე მოვიარე ათეულობით მუნიციპალიტეტი, ვხვდები მუდმივად, ყოველდღიურ რეჟიმში მოსახლეობას და მთავარი პრობლემა რაც აწუხებს ხალხს და რაზეც არ უსაუბრია ირაკლი ღარიბაშვილს - საუბარია იგივე საპენსიო ასაკის დაწევაზე, რომელი ინიციატივითაც გამოვდივართ ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ და ვამბობთ შემდეგს, რომ საპენსიო ასაკმა უნდა დაიწიოს და ყველასთვის გახდეს 60 წელი და 60 წელი რომ გახდება საპენსიო ასაკი, მინიმალური პენსია უნდა დაიწყოს 400 ლარიდან და არა ის, რომ 70 წლის შემდეგ გაგეზრდებათ თურმე პენსია",- ამბობს ხაბეიშვილი.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)