09:18 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-30 14:18:40, 773 ნახვა

პოლიტიკა
ზავრადაშვილი პრემიერს - როცა ეს რადიკალური ოპოზიცია ლაპარაკობს, იქნებ სტრიმზე +18 დაედოს [ვიდეო]

წინადადებით შემოვდივარ, როცა ეს რადიკალური ოპოზიცია ლაპარაკობს, იქნებ, სტრიმზე +18 დაედოს,- ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა საქართელოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ზავრადაშვილის თქმით, პრემიერის მადლობელია იმისთვის, რომ „საქართველოს გენოფონდი არ ნადგურდება და ქვეყანაში მომტირალი დედები არ არიან“.

„წინადადებით შემოვდივარ, როცა როცა ეს რადიკალური ოპოზიცია ლაპარაკობს, იქნებ, სტრიმზე +18 დაედოს. აღარ შეიძლება უკვე ამათი მოსმენა.

ბატონო ირაკლი, წინა კვირაში დიდუბის რაიონში 204-მა ახალგაზრდამ ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა. ისინი ძალიან დიდ ღონისძიებაზე მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად იყვნენ მოსულები. მე თქვენთან ახალგაზრდების კითხვებიცა და დანაბარებიც იქიდან წამოვიღე. პირველ რიგში, მადლობა იმისთვის, რომ ომი არ არის, საქართველოს გენოფონდი არ ნადგურდება და მომტირალი დედები არ არიან.

რატომ არ ეძლევა მსვლელობა გამოძიებას სახელმწიფო გადატრიალების მუხლით და რატომ არ ხდება იზოლირება იმ ადამიანების, რომლებმაც ისარგებლეს გულწრფელი ადამიანებით და ცდილობდნენ ქვეყნის ამოტრიალებას.

საჭიროა თუ არა უფერო მკვეთრი განცხადებების გაკეთება იმ ძალების მიმართ, რომლებიც ცდილობენ გამიჯნონ ხალხი და მის მიერვე არჩეული ხელისუფლება - ვინც არ უნდა იყოს ის, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ევროპარლამენტარი, თუ ვინც არ უნდა იყოს.

მაქვს კიდევ ერთი სურვილი - გისურვებთ კონსტრუქციულ, არამოღალატე ოპოზიციის ყოლას ქვეყნისთვის და პირობა, რომ პრიგოჟინის პარტიის ფილიალი ქართული, რომლის ლოგოზე უნდა იყოს კასტილი, არასოდეს რომ არ დაბრუნდება ხელისუფლებაში, ამის პირობა უნდა წავიღო უკან, ბატონო ირაკლი“,- განაცხადა ზავრდაშვილმა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics