15:21 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-30 12:52:11, 795 ნახვა

საზოგადოება
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების გაზრდასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების გაზრდასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებები, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა.  

ცვლილებების პაკეტი, განსახილველად, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ წარადგინა.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალი კანონპროექტის მთავარი მიზანი პაციენტის საუკეთესო ინტერესების დაცვაა და ყველა რესურსი, რომელიც მარეგულირებელს, ჯანდაცვის სისტემას თუ თავად სექტორს გააჩნია, სწორედ პაციენტის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისკენ უნდა იყოს მიმართული.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კანონპროექტი, ასევე, მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალის წინაშე არსებული რისკების დასაზღვევად.  

"დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რეგულირების სააგენტოს, პაციენტის საჩივარზე დაუყოვნებელი რეაგირების შესაძლებლობა ექნება - საჩივრის დაფიქსირებისთანავე, რეგულირების სააგენტო შევა სამედიცინო დაწესებულებაში და პარალელურად, შემოწმების შესახებ აცნობებს სასამართლოს. დღეს, მარეგულირებელს, პაციენტისადმი გაწეული ხარისხის შესწავლის შესაძლებლობა მხოლოდ სასამართლოს შუამდგომლობის საფუძველზე შეუძლია (სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის განსაზღვრულია 72 საათი), რა დროსაც, შეტყობინებას სამედიცინო დაწესებულებაც იღებს. შესაბამისად, იქმნება დოკუმენტაციის მოწესრიგების ან შეცვლის რისკი, რაც ართულებს რეალური სურათის აღდგენას. ცვლილების შედეგად, პაციენტისადმი გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლა უფრო ეფექტურად და ნაკლებ დროში მოხდება. 
ახალი კანონპროექტის მიხედვით, რეგულირების სააგენტოს ასევე ექნება უფლებამოსილება, პაციენტის/მოქალაქის საჩივრის საფუძველზე, დაუყოვნებლივ დაიწყოს შემოწმება ფარმაცევტულ საბითუმო სადისტრიბუციო და მწარმოებელ კომპანიებში. ინსპექტირების დაწყების პარალელურად, რეგულირების სააგენტო, შემოწმების შესახებ აცნობებს სასამართლოს - ინსპექტირება და სასამართლოსთვის შეტყობინება იქნება პარალელური პროცესი. 

კანონში ჩნდება, სამედიცინო დაწესებულებებისთვის ლიცენზიის დროებით შეჩერების მექანიზმი, რასაც სასამართლო დაჩქარებული წესით, 48 საათში განიხილავს. დღეს, რეგულირების სააგენტოს, არ აქვს ბერკეტი, კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ასევე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, დროებით შეუჩეროს კლინიკას ლიცენზია. 

გარდა ამისა, ახალი კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმა აღსასრულებლად მიემართება დაუყოვნებლივ, ხოლო პროგრამული თანხების განკარგვასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში, სადავო თანხა დაკავდება, სასამართლოში დავის პერიოდში",- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics