|
2023-06-29 17:35:28, 1083 ნახვა
საზოგადოება
ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების კოორდინატორები „სადახლოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდნენ
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს, ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენს, სანქციების კოორდინატორის სპეციალურ თანაშემწეს, გაერთიანებული სამეფოს სანქციების დირექტორს, კუმარ აიერს, აშშ-ის და ევროკავშირის წარმომადგენლებს „,სადახლოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების მხარდაჭერის კუთხით საქართველოს, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა გამოხატეს კმაყოფილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, სანქციების თავის არიდებაზე ფოკუსირებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების მიმართ. სამუშაო შეხვედრისას, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა მაღალი რანგის დელეგაციის წევრებს ადგილზე გააცნეს ინფორმაცია საბაჟო ფორმალობებისა და რისკის პროფილების შესახებ, რომელთა საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება, როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების/ კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ასევე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან/კომპანიებიდან მომავალი სანქცირებული საქონლის, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება (ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები). დელეგაციის წევრები, ასევე გაეცნენ საბაჟო-სასაზღვრო ინფრასტრუქტურას და ტვირთების დათვალიერებისთვის განკუთვნილ რენტგენო ინსპექტირების სისტემას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)