|
2023-06-28 16:32:28, 883 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - უკრაინის გამარჯვებით იმარჯვებენ მთელი რიგი ქვეყნები - საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, კავკასიისა და ბალტიის ქვეყნები
რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებით იმარჯვებენ მთელი რიგი ქვეყნები - საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, კავკასიისა და ბალტიის ქვეყნები,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადაში კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ზელენsკის თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანება მსოფლიოსთვის ძლიერი სიგნალი იქნება. "უკრაინის ნატოში გაწევრიანება იქნება ძლიერი სიგნალი მსოფლიოსთვის, რომ ეს არის ალიანსი, რომელიც იცავს და ალიანსი, რომელსაც აქვს გამარჯვების გამოცდილება და მორალური უპირატესობა. ამის რეალობად ქცევისთვის საჭიროა, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ალიანსიდან საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებისას კრემლისკენ გახედვა შეწყვიტონ",- განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკის თქმითვე, უკრაინა არასდროს დათანხმდება გაყინული კონფლიქტის არც ერთ ვარიანტს "ომი, რომელიც გარდაუვლად გაღვივდება და კითხვა მდგომარეობს მხოლოდ იმაში, როდის მოხდება ეს, რამდენ სიცოცხლეს შეიწირავს. სწორედ ამიტომ უკრაინის მშვიდობის ფორმულას უნივერსალური სარგებელი გააჩნია: უკრაინა არასდროს დათანხმდება გაყინული კონფლიქტის არც ერთ ვარიანტს“,- განაცხადა ზელენსკიმ. გარდა ამისა, ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ნატო უკრაინის უსაფრთხოების გარანტიას გასცემს, ხოლო უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები ნატოს სხვა წევრების უსაფრთხოებასა და დაცვას უზრუნველყოფენ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)