|
2023-06-28 15:03:35, 819 ნახვა
საზოგადოება
ხუციშვილი - საჯარო სერვისების ციფრულ ფორმატში შეთავაზება, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საჯარო სერვისების ციფრულ ფორმატში შეთავაზება, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველოს საგადასახადო ადმინისტრაცია ყოველთვის ლიდერი იყო ამ მიმართულებით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საგადასახადო ადმინისტრაციების შიდაევროპული ორგანიზაციის რიგით 27-ე გენერალური ასამბლეის გახსნისას განაცხადა. წელს ასამბლეის თემატიკაა: კანონთან შესაბამისობის გამარტივება გადამხდელებისათვის, სერვისების გაციფრულება; საგადასახადო სისტემებისა და ადმინისტრირების ტრანსფორმაცია; გადასახადებისგან თავის არიდების პრევენციის მექანიზმები; სამართლიანი და კონკურენტული გარემო გადამხდელებისათვის; საერთაშორისო ანგარიშგების სტანდარტის დანერგვა და ფინანსური ინფორმაციის ავტომატური გაცვლის დაწყება; კრიპტოაქტივების მონიტორინგი; დღგ ციფრულ სამყაროში და სხვა. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკის გაციფრულება საგადასახადო ადმინისტრაციებისგან, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, მოითხოვს ეფექტიანობის გაზრდას, რათა შესაძლებელი გახდეს რისკებთან გამკლავება. „საქართველოს არასდროს შეუწყვეტია საგადასახადო სისტემის რეფორმირება. 2012-2024 წლებზე გათვლილი სამთავრობო სტრატეგია გადამხდელთა მომსახურების გამარტივებისათვის ითვალისწინებს ციფრული და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვას. ამგვარად, გაციფრულებას ჩვენ მოვიაზრებთ არა მხოლოდ ახალი სერვისების შეთავაზებისა და კანონთან გადამხდელის შესაბამისობის გამარტივების მექანიზმს, არამედ როგორც გადასახადების თავიდან აცილების პრევენციის საჭირო ინსტრუმენტს, რაც უზრუნველყოფს თანაბარ და კონკურენტულ ბიზნესგარემოს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველომ გადადგა საერთაშორისო საგადასახადო სტანდარტებთან დაახლოებისთვის. „საქართველო ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ 2016 წელს ჩვენ ერთ-ერთი პირველი შევუერთდით "ინკლუზიურ პლატფორმას" ასოცირებული წევრის სტატუსით და ვიკისრეთ დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის აღკვეთის (BEPS) პროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების დანერგვა. ამასთანავე, საქართველო არჩეულ იქნა "ინკლუზიური პლატფორმის" მმართველი ჯგუფის წევრად და აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო საგადასახადო პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავების პროცესში", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. მან პარტნიორ საგადასახადო ადმინისტრაციებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, შესაძლებელი გახდება ეროვნული საგადასახადო ადმინისტრაციების შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარება.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)