|
2023-06-28 13:16:57, 1032 ნახვა
პოლიტიკა
NGO-ები - EU-ის 12 რეკომენდაციიდან 1 სრულად, 5 კი ნაწილობრივ შესრულდა, 4 კიდევ შესასრულებელია
„ღია საზოგადოების ფონდის“ ხელმძღვანელობით, 8 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე ანგარიში წარადგინა. „ღია საზოგადოების ფონდის“ ცნობით, დოკუმენტი ხელისუფლების მიერ 2023 წლის 30 აპრილიდან 15 ივნისამდე პერიოდში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებს აფასებს და სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებს განსაზღვრავს. "სტატუსმესტრის წინა ანგარიშებმა ცხადყო, რომ სამოქალაქო საზოგადოების შეფასებები დიდწილად თანხვედრაშია ევროკავშირის მიერ 2023 წლის 22 ივნისს წარმოდგენილ შუალედურ შეფასებასთან. პირობების შესრულების კუთხით, 2023 წლის 30 აპრილიდან 15 ივნისის ჩათვლით მცირე, თუმცა არასაკმარისი პროგრესია"- აღნიშნულია ინფორმაციაში. დოკუმენტის თანახმად, 12 რეკომენდაციიდან სრულად არის შესრულებული მხოლოდ 1 პუნქტი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებას ეხება. მეტწილად არის შესრულებული 2 პირობა - გენდერული თანასწორობა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. 5 პირობა კი ნაწილობრივაა შესრულებული: დამოუკიდებელი სახალხო დამცველი, მოწყვლადი ჯგუფების დაცვა, ანტიკორუფციული ზომები, დამოუკიდებელი სასამართლო, საარჩევნო ინსტიტუციური რეფორმები. ხოლო შესასრულებელია 4 რეკომენდაცია: დეპოლარიზაცია, დეოლიგაქრიზაცია, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, მედიის თავისუფლება",- აღნიშნულია დოკუმენტში. მათივე ცნობით, სტატუსმეტრის წინა ანგარიშებმა ცხადყო, რომ სამოქალაქო საზოგადოების შეფასებები დიდწილად თანხვედრაშია ევროკავშირის მიერ 2023 წლის 22 ივნისს წარმოდგენილ შუალედურ შეფასებასთან. პირობების შესრულების კუთხით, 2023 წლის 30 აპრილიდან 15 ივნისის ჩათვლით, მცირე, თუმცა არასაკმარისი პროგრესია. "დაახლოებით ოთხი თვე რჩება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოიყენოს და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პირობა შეასრულოს. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები აგრძელებენ ხელისუფლების მიერ 12 პირობის შესრულების პროგრესის შეფასებასა და ამ შეფასებების საქართველოს მოქალაქეებისთვის გაზიარებას, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ ქართველი ხალხის ურყევი არჩევანია", - აღნიშნავენ ორგანიზაციები. დოკუმენტში თავმოყრილია შემდეგი ორგანიზაციების შეფასებები: "ღია საზოგადოების ფონდი", "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი", "სასამართლოს გუშაგი", "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", "საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი", "მმართველობის მონიტორინგის ცენტრი", "საქართველოს რეფორმების ასოციაცია", "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", "საფარი".
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)