16:29 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-28 09:31:43, 1327 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკი დაბომბეს - დაიღუპა 8 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი

რუსი ოკუპანტები დონეცკის ოლქში, კრამატორსკში საკვებ ობიექტს რაკეტებით დაესხნენ თავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია.

"28 ივნისს, 07:00 საათისთვის, დანგრეული კაფის შენობის ნანგრევებიდან 8 გარდაცვლილის (მათ შორის 3 ბავშვის, ორი დაბადებული 2008 და 2011 წლებში) ცხედარი ამოიყვანეს, დაშავდა 56 ადამიანი (მათ შორის 1 ბავშვი 2022 წელს დაბადებული. 3 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა",- აცხადებენ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

კრამატორსკზე თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მომხდარი „ტერორის გამოვლინებად“ შეაფასა.

"ტერორის ყოველი ასეთი გამოვლინება არაერთხელ გვიმტკიცებს ჩვენ და მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთი მხოლოდ ერთს იმსახურებს იმ ყველაფრის შედეგად, რაც გააკეთა - დამარცხებასა და ტრიბუნალს, სამართლიან და კანონიერ სასამართლოს ყველა რუსი მკვლელისა და ტერორისტის წინააღმდეგ",- განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics