16:04 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-27 17:10:07, 740 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს - შანდორ პინტერს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში - თამარ ლილუაშვილი.

„შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებულ ორმხრივი შეთანხმებების მნიშვნელობას და მათი ეფექტურად განხორციელების მიზნით, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

მხარეებმა ასევე, გამოხატეს მზაობა განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები უწყებებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით.

ვახტანგ გომელაურმა უნგრელ კოლეგას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მხარეთა შორის გაგრძელდება ინტენსიური თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics