11:14 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-27 15:10:44, 1188 ნახვა

მსოფლიო
გაერო - რუსეთმა უკრაინაში 800-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე უკანონოდ დააკავა, ხოლო 77 სიკვდილით დასაჯა

გაეროს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის მიხედვით, რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 800-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა, ხოლო 77 სიკვდილით დასაჯა.

ანგარიშის მიხედვით, დაღუპულთაგან 72 მამაკაცი და 5 ქალია. კიდევ ერთი ადამიანი კი, წამებასა და არაჰუმანურ პირობებში ყოფნის შედეგად დაიღუპა.

"ჩვენ დავაფიქსირეთ სულ 77 მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილით დასჯა, რომლებიც თვითნებურად დააკავა რუსეთის ფედერაციამ,"- განაცხადა უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა მისიის ხელმძღვანელმა, მატილდა ბოგნერმა.

ანგარიშის მიხედვითვე, გაეროს ადამიანის უფლებების ოფისმა გამოავლინა თვითნებური დაკავებების, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, მათ შორის წამების, არასათანადო მოპყრობისა და გაუჩინარების.

აღსანიშნავია, რომ ანგარიში 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 23 მაისამდე პერიოდს მოიცავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics