|
2023-06-27 10:50:14, 1223 ნახვა
ეკონომიკა
სასარგებლო ანაბარი ბაზისბანკისგან, მიიღე ყველაზე მაღალი სარგებელი ნებისმიერ ვალუტაში
ბაზისბანკი აშშ დოლარში, ევროსა და ლარში გახსნილ სასარგებლო ანაბარზე მომხმარებელს საუკეთესო პირობებს სთავაზობს. დღეიდან - 31 ივლისის ჩათვლით, ნებისმიერი პირი, რომელიც გახსნის ბაზისბანკში სასარგებლო ანაბარს, საქართველოში ყველაზე მაღალ საპროცენტო სარგებელს მიიღებს: • აშშ დოლარი - 2% (ეფექტური 2.02%) • ევრო - 1.5% (ეფექტური 1.51%) • ლარი - 8.5% (ეფექტური 8.85%) სასარგებლო ანაბრის გასახსნელად არ მოითხოვება წინასწარ განსაზღვრული თანხის ოდენობა ან ვადა. ანაბარზე თანხის განთავსება და განკარგვა შესაძლებელია შეუზღუდავად. სარგებლის დარიცხვა ხორციელდება ყოველი თვის ბოლო დღეს, ანაბარზე განთავსებული თანხის შესაბამისად. ანაბრის ერთ-ერთ უპირატესობას, ბაზარზე არსებული ყველაზე მაღალი სარგებლის მიღებასთან ერთად, წარმოადგენს ის, რომ მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია ბაზარზე საუკეთესო სპეც კურსით დააკონვერტიროს თანხა სასურველ ვალუტაში. „ბაზისბანკში აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ მომხმარებელს, მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შევთავაზოთ და მათი საბანკო მომსახურება ჩვენთან კიდევ უფრო სასიამოვნო და კომფორტული გავხადოთ. ამჯერად, სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, სასარგებლო ანაბარზე, ჩვენს მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს ყველაზე მაღალი საპროცენტო სარგებლით, ამავდროულად, მართოს ანაბარი თავისუფლად“, - აცხადებს მარეხ საჯაია, ბაზისბანკის პროდუქტებისა და სერვისების განვითარების დეპარტამენტის უფროსი. სპეციალური შეთავაზებით სარგებლობისთვის, მომხმარებელს შეუძლია ეწვიოს ბაზისბანკის ნებისმიერ ფილიალს ან დატოვოს საკონტაქტო ნომერი და ბანკის წარმომადგენელი თავად დაუკავშირდება უმოკლეს ვადაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)