06:53 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-25 17:55:11, 1078 ნახვა

სამართალი
ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავეს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავეს.

აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა დაუდასტურა.

"მე მისი ადვოკატი არ ვყოფილვარ. ეს ამბავი მისმა მეუღლემ შემატყობინა",- ამბობს რამიშვილი.

შეგახსენებთ, „შაბათის ფორმულასთან“ ინტერვიუში ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე აცხადებდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ბევრი საეჭვო გარემოება იყო. 

შუბითიძეს ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯეროდა და ამბობდა, რომ საქმე, შესაძლოა, გაყალბებული ყოფილიყო.

აღსანიშნავია, რომ სერგო შუბითიძის განცხადების საფუძველზე, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აღნიშნული დასკვნით საქმე დაიხურა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics