12:31 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-25 16:14:17, 701 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია - კობახიძე, ღარიბაშვილი და მთელი ეს არარაოებების ბრბო ივანიშვილის გარშემო, არა ბრიყვები, არამედ მოღალატეები არიან

კობახიძე, ღარიბაშვილი და მთელი ეს არარაოებების ბრბო ივანიშვილის გარშემო, არა ბრიყვები, არამედ მოღალატეები არიან,- ამის შესახებ " ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას თქმით,  ვისაც არ უხარია რუსეთის შიგნით დაპირისპირება, მათ შორის, სამხედრო დაპირისპირება, ის ან ბრიყვია, ან მოღალატე, ხოლო "ვინც გუშინ ნერვიულობდა იმაზე, რომ რუსეთს რამე არ დაემართოსო, ის პირდაპირ მოღალატეა".

"ევროპულ საქართველოს" უშიშროების საბჭოს მოწვევის ან საზღვრის ჩაკეტვის მოთხოვნა არც გვაქვს, ამ პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმისგან არანაირი მსგავსი მოლოდინი არ გვაქვს, ჩვენ ვთვლით, რომ მხოლოდ ერთ რამეზე უნდა ვფოკუსირდეთ, ამ რეჟიმის დემოკრატიულ ცვლილებაზე, თორემ რა უშიშროების საბჭო უნდა მოიწვიოს ამ მთავრობამ - კობახიძე, ღარიბაშვილი, წულუკიანი შეიკრიბებიან და იქ ითათბირებენ ამაზე?!"- ამბობს ბოკერია.

ცნობისთვის, დღეს, 25 ივნისს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ოპოზიციური სპექტრი და პრეზიდენტი "ამჩატდა" და "მეორე ფრონტის" გახსნაზე პირდაპირი მოწოდებები გააკეთა.

რაც შეეხება პრეზიდენტისა და ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებებს, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ​პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევისკენ მოუწოდა. ოპოზიციის ნაწილმა კი, რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის ჩაკეტვა მოითხოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics