|
2023-06-24 15:18:31, 807 ნახვა
საზოგადოება
შსს - სიტუაცია სრულად კონტროლდება - ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო “დარიალზე" არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყება განმარტავს, სიტუაცია სრულად კონტროლდება და საზღვრის დაკეტვის ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის. "მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურ “დარიალზე" არსებული მდგომარეობის შესახებ. 24 ივნისის მდგომარეობით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში. ამ დროის მონაცემებით, მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფების მხრიდან სიტუაცია სრულად კონტროლდება, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის ანალიზი და ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის",- ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, გუშინ, 23 ივნისს რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად "ვაგნერის" რიგებში ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მოგვიანებით, პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშაა. შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ "პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება". რუსეთის ფედერაციაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან საქართველოშიც. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლო მიგრაციის ახალი ტალღების გათვალისწინებით, ქვეყნის საზღვარი მკაცრად კონტროლირებადი უნდა იყოს. რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოება დაცულია და "სახელმწიფო უსაფრთხოების სადარაჯოზე მყარად დგას".
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)