|
2023-06-24 12:35:43, 834 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის ქვეყნები ყურადღებით აკვირდებიან სამხედრო აჯანყებას რუსეთში
ევროპის ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლები ერთმანეთის მიყოლებით აცხადებენ, რომ თვალს ადევნებენ იმას, რაც რუსეთში ხდება. თუმცა, ევგენი პრიგოჟინის შეიარაღებული აჯანყების შესახებ უფრო დეტალური კომენტარები ჯერ არ იქნება. გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის სპიკერმა თქვა, რომ ბერლინი „ყურადღებით ადევნებს თვალს“ რუსეთში განვითარებულ მოვლენებს. „პრეზიდენტი ძალიან ყურადღებით აკვირდება სიტუაციას. ჩვენ ვრჩებით ორიენტირებულნი უკრაინის მხარდაჭერაზე“, - განაცხადეს საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ელისეის სასახლეში. პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართა პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვის სამინისტროსთან და მოკავშირეებთან. „ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრის მიღმა მოვლენების მიმდინარეობას მუდმივად აკონტროლებენ“, - დაწერა ანდჟეი დუდამ ტვიტერზე. ნატოს სპიკერმა Financial Times-ს განუცხადა, რომ ორგანიზაცია ასევე „აკვირდება სიტუაციას“. მანამდე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა ევგენი პრიგოჟინისა და ვაგნერის აჯანყება რუსეთში სამოქალაქო ომის დაწყებას უწოდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ 23 ივნისს, რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად "ვაგნერის" რიგები ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამასთან, მოგვიანებით პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშაა. პრიგოჟინი ყველაფრის განადგურებით იმუქრება. ამ დრომდე, მისი მტკიცებით, 2 ვერტმფრენი ჩამოაგდეს, მათ შორის ერთ-ერთი მოსკოვის ტრასაზე.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)