|
2023-06-23 13:37:39, 1066 ნახვა
ეკონომიკა
კომპანიამ - „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია", „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, 10 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები გამოუშვა
კასკადური ელექტროსადგურების მმართველმა კომპანიამ - "ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია", „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის, არაუზრუნველყოფილი და არასუბორდინირებული, 2 წლიანი ობლიგაციები გამოუშვა. შედეგად, „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია" საქართველოს საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანია გახდება. ობლიგაციების წლიური საპროცენტო განაკვეთი 8.50%-ით განისაზღვრა. აღნიშნული ტრანზაქცია კომპანიისა და „თიბისი კაპიტალისთვის“ პირველი ერთობლივი განთავსებაა. კომპანიის მიერ, ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული ფინანსური რესურსი საბანკო სესხის ნაწილობრივ რეფინანსირებას მოხმარდება. შესაბამისად, კომპანიის დაფინანსების სტრუქტურა უფრო მეტად დივერსიფიცირებული გახდება. გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე საშუალაზე, „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას" ჰესების კასკადი - ჯამური დადგმული სიმძლავრით 15.25 მგვტ, „თიბისის“ მხარდაჭერით, სამ ჰესს აერთიანებს. რიგით მესამე ჰესი - საშუალა 0, ჯამური დადგმული სიმძლავრით 2.25 მგვტ - 2023 წლის იანვარში, საშუალა 1 და საშუალა 2 კი 2019-2020 წლებში გაეშვა. „პირველ რიგში, ვულოცავ „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას" ტრანზაქციის წარმატებით განხორციელებას. მნიშვნელოვანია, რომ ამ განთავსებით ფინანსური რესურსების დივერსიფიკაციასა და განვითარებაში დავეხმარეთ კომპანიას, რომელიც ქვეყანაში - განახლებადი რესურსის ეფექტურად ათვისებას, შედეგად კი, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებასა და იმპორტირებულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებას უწყობს ხელს", - მერი ჩაჩანიძე, „თიბისი კაპიტალის“ მმართველი დირექტორი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)