17:58 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-23 12:01:33, 654 ნახვა

საზოგადოება
ესპანეთის სასოფლო-სამეურნეო კომპანიების მმართველები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნისა და ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზებს ესპანეთის სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების კომპანიების მმართველები  ესტუმრნენ.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ცნობით, ვიზიტის მიზანს, სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ტექნოლოგიების, მათ შორის უკაბელო კავშირების  გაცნობას წარმოადგენდა.

"დელეგაციის წევრებს შორის უკაბელო კავშირის სენსორული მოწყობილობების მიმართულებით მწარმოებელი მსოფლიო ლიდერი „Libelium”იყო, რომელიც მუშაობს ჭკვიანი სოფლის მეურნეობის სისტემების (Smart Agriculture Solution) შექმნაზე.

დელეგაციამ შეხვედრა ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების და მცენარეთა მიკლოკლონური (In-Vitro) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის სამსახურის ლაბორატორიის წარმომადგენლებთან გამართეს, სადაც ყურადღება ინფორმაციის გაზიარებაზე, ტრენინგების მოწყობასა და ერთობლივი პროექტების შემუშავებაზე გამახვილდა.

ვიზიტის ბოლოს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ესპანელებს ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციობაზაზე უმასპინძლა, ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ამპელოგრაფიული კოლექციადა იშვიათი ქართული ვაზისგან დაყენებული ღვინოები გააცნო.

დელეგაცია, 21-22 ივნისს, საქართველოში სავაჭრო მისიით იმყოფებოდა და მათ ანკარაში ესპანეთის საელჩოს ეკონომიკისა და კომერციის მინისტრი, გილერმო კესლერი ხელმძღვანელობდა",- ნათქვამია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics