09:48 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-23 09:24:39, 850 ნახვა

პოლიტიკა
არახამია - გვარამიას შეწყალება მნიშვნელოვანი ნაბიჯია კანდიდატის სტატუსისკენ გზაზე

მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს სწორი და გადამწყვეტი რეაგირებისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის საქმეში,- ასე ეხმაურება უკრაინის უზენაესი რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას.

არახამიას თქმით, გვარამიას შეწყალება კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს სწორი და გადამწყვეტი რეაგირებისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის საქმეში. ნიკა გვარამიას შეწყალება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე. ვულოცავ ნიკას თავისუფლებას. ვულოცავ მის ოჯახს ამ დიდ სიხარულს და ვულოცავ თავისუფალ მედიას დიდ გამარჯვებას“,- წერს არახამია.

შეგახსენებთ, გუშინ, 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა. 19 ივნისს კი, უზენაესმა სასამართლომ გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ყუბანში მდებარე საკომპრესორო სადგურს და ვორონეჟის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომს შეუტიეს.
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
Axios: ტრამპმა ირანზე დარტყმების ბრძანება თურქეთში ყოფნისას გასცა
ირანმა დარტყმები განახორციელა რეგიონში მდებარე 85 ამერიკული ობიექტის წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics