|
2023-06-22 12:10:14, 894 ნახვა
ეკონომიკა
სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში პლასტმასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“ პლასტმასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში” კოორდინატორმა გიორგი ციმინტიამ ახლადგახსნილი საწარმო დაათვალიერეს. „სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ახალი საწარმო გაიხსნა, სადაც შესაძლებელია 100 ტონამდე პლასტმასისა და მაკულატურის გადამუშავება. კომპანია ადგილობრივი მოსახლეობისგან იბარებს მაკულატურას და პლასტმასის მეორად ბოთლებს. აღსანიშნავია, რომ რეგიონში ეს პირველი საწარმოა, ამ მიმართულებით, სადაც 10-მდე ადამიანია დასაქმებული“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა. როგორც გაეროს განვითარების პროგრამის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ კოორდინატორმა გიორგი ციმინტიამ აღნიშნა, ევროკავშირი და გაერო უკვე მრავალი წელია სოფლის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობენ. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივ ეკონომიკურ ზრდას შევუწყოთ ხელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის პროექტების მხარდაჭერა, რადგან, ხდება გარემოზე უარყოფითი შედეგების შემცირება”, - განაცხადა გიორგი ციმინტიამ. „სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში განხორციელდა. „სოფლის განვითარების პროგრამა“ სოფლის განვითარების სააგენტომ, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში განახორციელა. სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსებულია 77 პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 11 მლნ ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება 7.8 მილიონ ლარს აღემატება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)