10:31 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-22 11:19:27, 752 ნახვა

პოლიტიკა
მაჭარაშვილი სააკაშვილზე - თუ არ უნდა მკურნალობა, წავა ციხეში - „ვივამედს“ აქვს ერთი გზა - ციხისკენ

"ვივამედს" აქვს ერთი გზა - ციხისკენ. თუ არ უნდა მკურნალობა [მიხეილ სააკაშვილს], წავა ციხეში,- ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ტაკიმასხარაობას გააგრძელებს".

"არიან ადამიანები, რომლებიც ციხიდან პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწეოდნენ. პრაქტიკულად, პატიმარმა სააკაშვილმა თავისივე მომხრებსაც ცივი წყალი გადაასხა, როცა დატოვა პირდაღებული იმასთან დაკავშირებით, რომ კვდება ადამიანიო და უცებ იხილეს, რომ ზეციდან მოფრინავს ამომავალი პოლიტიკოსი, გადამრჩენი საქართველოსი. შოკში არიან მისივე მომხრეები - რა უნდა თქვან, არ იციან, საიქიოში მიდისო, ამბობდნენ და ახლა პოლიტიკაში მოდისო, უნდა თქვან. ტაკიმასხარაობა რაც ჰქონდა აქამდე, იმას გააგრძელებს",- განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, 16 ივნისს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, აპირებს აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ასევე ყუბანს და ვორონეჟის შეუტიეს
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics