|
2023-06-21 15:22:56, 757 ნახვა
საზოგადოება
ბურჭულაძე - თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო აქტიურად დგას სხვა უწყებების გვერდით და აკეთებს მაქსიმუმს, რათა უსაფრთხოების ეს განზომილება სათანადოდ იყოს დაცული
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმზე ეროვნული კიბერმედეგობის გაძლიერებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს როლზე და უწყების მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. „ეროვნული კიბერმედეგობის გაძლიერებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო აქტიურად დგას სხვა უწყებების გვერდით და აკეთებს მაქსიმუმს, რათა უსაფრთხოების ეს განზომილება სათანადოდ იყოს დაცული. სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები ამის პირდაპირი დადასტურებაა“, – აღნიშნა ბურჭულაძემ. მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კიბერსარდლობის ჩამოყალიბებასა და დაკომპლექტებაზე, ასევე, აქტიურ ფაზაშია კიბერუსაფრთხოების ბიუროს ახალი შენობის პროექტირება, სადაც თანამედროვე სტანდარტების საოპერაციო სივრცე მოეწყობა. სიტყვით მიმართვისას, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის მნიშვნელობა. „უწყებრივი თანამშრომლობის პოზიტიური შედეგია SNGP-ის კიბერთავდაცვის პაკეტის ეროვნულ დონეზე ატანა და თანამშრომლობის ამ ფორმატისთვის უფრო მეტი ლეგიტიმაციის შეძენა. ჩვენ გვჯერა, რომ კიბერსივრცის კომპლექსურობიდან გამომდინარე მჭიდრო კომუნიკაცია სტრატეგიულ პარტნიორებთან, ნატო-სა და ევროკავშირთან არის წარმატების მიღწევის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მისივე თქმით, საქართველო აქტიურად არის ჩართული პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ კიბერსწავლებებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებებში. კიბერუსაფრთხოების ფორუმი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფორუმის მიზანია, კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევებისა და თანამედროვე მიდგომების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და საერთაშორისო დონეზე, კიბერკომპონენტის საშუალებით, საქართველოს პოზიციონირების გაძლიერება. ღონისძიებაში მონაწილეობენ კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩართული საქართველოს საჯარო უწყებების წარმომადგენლები, უცხოელი ექსპერტები პარტნიორი ქვეყნებიდან და ორგანიზაციებიდან, ასევე დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)