|
2023-06-20 19:54:06, 966 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - შემდეგზე ვისაც გამომიგზავნით, რამეს მოვტეხ და ისე დაგიბრუნებთ
"გირჩი - მეტი თავისუფლებას" - ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ, როდესაც ის სახლში არ იმყოფებოდა, მასთან სახლში ტელეკომპანია POSTV იყო მისული, რომელიც ძიძამ სახლში არ შეუშვა. როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, მომხდარის შემდეგ ის ქვემოთ ჩავიდა და მათ შეხვდა რა დროსაც ისინი დაზიანებული თვალზე უმახვილებდნენ ყურადღებას და ირონიულად სთხოვდნენ, რომ სათვალე მოეხსნა. ზურაბ ჯაფარიძემ მმართველ პარტიას მიმართა, რომ თუ კიდევ განმეორდება მსგავსი ფაქტი, ის ფიზიკურად იძალადებს, მათზე, ვინც მის ოჯახსა და სახლს მიუახლოვდება. "სახლში მოვედი და ძიძამ მითხრა, ასე 2 საათის წინ პოს ტვ იყო მოსული და არ შემოვუშვიო, სახლში მხოლოდ ბავშვები და ძიძა იყვნენ. არ წავიდოდნენ ეგენითქო ვიფიქრე და ჩავედი ეზოში, იქ იყვნენ დამალულები მოვიდნენ და ‘იი, სათვალე მოიხსენი’ დამიწყეს, ამ &ლეებს ჰგონიათ ჩალურჯებული თვალით შემარცხვენენ, აგერაა ჩემი თვალი, ამის გამკეთებელმა პასუხი მიიღო, შემდეგზე ვისაც მომიგზავნით, რამეს მოვტეხ და ისე დაგიბრუნებთ. შემდეგზე, მინიმუმ ერთი კათეტერი დასჭირდება. დედას მოვუტ&ნავ ყველას ვინც კიდევ ეცდება მომეპაროს, ჩამარტყას და გაიქცეს, ჩემ ოჯახთან ახლოს აღარ დაგინახოთ, თორემ მოგიტ&ნავთ რუს დედებს. ახლა წაიღეთ და ტრაკში გაიკეთეთ ეს ფოტო", - წერს ჯაფარიძე. შეგახსენებთ, 17 ივნისს გორში "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)