|
2023-06-20 10:38:59, 1216 ნახვა
მსოფლიო
Reuters - უკრაინამ ევროკავშირში მისაღებად მოლაპარაკების დასაწყებად საჭირო 7 პირობიდან 2 შეასრულა
უკრაინამ ევროკავშირში მისაღებად მოლაპარაკების დასაწყებად საჭირო 7 პირობიდან 2 შეასრულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ორ ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, უკრაინამ შეასრულა პირობები, რომლებიც ეხება სასამართლო რეფორმას და მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას. "პროგრესი არის. ანგარიში ზომიერად პოზიტიური იქნება. საუბარია არა რეალობის შელამაზებას, არამედ პროგრესის აღიარებაზე, მაგალითად, არსებობს ცნობილი ანტიკორუფციული საქმეები",- განაცხადა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა. ევროკავშირის კიდევ ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ სასამართლო სისტემის რეფორმაში პროგრესი არის, თუმცა ჯერ კიდევ გასატარებელია გადამწყვეტი რეფორმები. "უკრაინის მიმართ ამ მომენტში ნეგატიურ ტონს არ მივიღებთ. სასამართლო სისტემის რეფორმებმა გარკვეული პროგრესი განიცადა, თუმცა რეფორმები ჯერ კიდევ გასატარებელია. ყველაფერი არ არის დამაკმაყოფილებელი",- განაცხადა ოფიციალურმა წყარომ. როგორც Reuters-ი წერს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 4 თვის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ევროკომისიის გადაწყვეტილებით, უშუალოდ წევრობაზე მოლაპარაკების დასაწყებად უკრაინამ უნდა შეასრულოს 7 პირობა, რომელთა შორისაა კორუფციასთან, ფულის გათეთრებასა და ოლიგარქებთან ბრძოლა, საკონსტიტუციო სასამართლოს და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირება და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა.
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)