19:49 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-20 09:09:59, 1460 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 221 460-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 221 460-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ივნისის 06:00 საათისთვის ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 221 460;
  • ​ტანკი - 3 997;
  • ჯავშანტექნიკა - 7 750;
  • საარტილერიო სისტემა - 3 888;
  • სარაკეტო სისტემა - 614;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 372;
  • თვითმფრინავები - 314;
  • ვერტმფრენი - 306;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3 393; 
  • საკრუიზო რაკეტები - 1 214;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 6 645;
  • გემი/ნავი/კატარღა - 18;
  • ​ სპეციალური აღჭურვილობა - 531.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრულ აღრიცხვას არ აკეთებს თავად რუსეთი.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics